საქართველოს კანონი
„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 185) დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62
ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, იაპონიის, ისრაელის სახელმწიფოს, კანადისა და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებისათვის 3 თვემდე მგზავრობისათვის შემოღებულია უვიზო რეჟიმი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 2 ივნისი.
№1492-Iს