საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1442
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-25
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.001.832
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1533 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1533. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით.

იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით.“.

2. 239-ე მუხლის 33-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ამ კოდექსის 1533, 1571, 1572, 1573 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 13 მაისი.

№1442_Iს

კრებსითი — სრული ვერსია