საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1367
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-28
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.001.810
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს პარლამენტის თანხმობით, ხოლო საქმეს არსებითად განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ.

 ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1367_ Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია