„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1363
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-28
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.001.806
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ გენერალურ პროკურორს პარლამენტის თანხმობით, ხოლო საქმეს არსებითად განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1363-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია