საქართველოს ორგანული კანონი
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ.152) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 17 ივნისი.
№1689-Iს