„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1679
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-04
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.001.873
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. განსაკუთრებულ შემთხვევაში პოლიციის სამსახურში შესაძლებელია მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 17 ივნისი.

№1679-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია