„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1671
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-04
სარეგისტრაციო კოდი
280.070.110.05.001.001.872
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 28) 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. გარდამავალი დებულება

1. ამ კანონის მე-17, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე და 36-ე მუხლები ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ პირთათვის ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის 22-ე, 35-ე, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 50-ე მუხლი ამ კანონის პირველი მუხლის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 45-ე მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 17 ივნისი.

№1671–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია