საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მოსამსახურეებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის წარდგინებით – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 15 ივნისი.
№1623–Iს