საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №184
2007 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
დ. ტყეშელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ტყეშელაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემის განვითარების შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი