საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
923
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-30
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.696
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1532, 1641 – 1643 მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1552, 157-ე, 165-ე და 195-ე მუხლებით – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსური პოლიციის სათანადოდ უფლებამოსილ პირებს.“.

3. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 1552–1556, 157-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 1652, 1653, 193-ე – 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№923_რს

კრებსითი — სრული ვერსია