„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
857
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-31
სარეგისტრაციო კოდი
330.090.000.05.001.001.664
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიაობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიაობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) 61 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმა მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მიუხედავად მშენებლობის ობიექტის დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№857-რს

კრებსითი — სრული ვერსია