საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
2008 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
მ. დაიაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტს მაია დაიაურს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი