საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №430
2008 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა. ცინცაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ცინცაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი