„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
628
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-08
სარეგისტრაციო კოდი
370.030.000.05.001.001.609
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. IV თავისა და 22-ე მუხლის სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდამავალი დებულებანი“.

2. 22-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცეთ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო ფინანსური, ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ნოემბერი.

№628-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია