საქართველოს კანონი
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 18.09.2003, მუხ. 209) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. კანონის ამოქმედება
შეჩერებულ იქნეს ამ კანონის მოქმედება კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე.“.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 1 ივლისი.
№312-რს