საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №543
2008 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
დ. ტყეშელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს რეგიონალურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დავით ტყეშელაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 100 მუდმივი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე“ ოქმს.
მ. სააკაშვილი