,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულ­ყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
251
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.001.195
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულ­ყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების“ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) სოციალური აგენტი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირებული მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია