,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
244
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.10.003.001.188
,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №153, მუხლი 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

სიმკვრივე 15°C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

სიმკვრივე 15°C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

გ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 300 მგ/კგ;

სიმკვრივე 15°C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

დ) 2011 წლის 1 იანვრიდან:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

სიმკვრივე 15°C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია