"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1510
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-26
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-15
სარეგისტრაციო კოდი
240.000.000.05.001.000.394
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ.455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4. საწარმო, გარდა კოოპერატივისა, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით.“.

2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.6. წლიური ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის სტრუქტურისა და მონაცემთა შინაარსის წესები მოცემულია ამ კანონის დანართში და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მათი ცალკე გამოყოფა.“.

3. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„51.3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობაც 100-ზე მეტია, ვალდებულია აქციონერთა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა არ აღემატება 100-ს, მას შეუძლია სურვილისამებრ აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.“.

4. 54-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„გარდა „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის შესაბამისი აქციების მფლობელთა 2/3-ზე მეტი და „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის შესაბამისი აქციების მფლობელთა 3/4-ზე მეტი.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 თავი:

„თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 69. აქციათა რეესტრის წარმოება

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე აქციათა რეესტრის წარმოების წესი და აქციათა რეგისტრატორების საქმიანობა მოწესრიგდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი მის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებებზე გავრცელდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1998 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1510–IIს

კრებსითი — სრული ვერსია