„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1488
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-26
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-15
სარეგისტრაციო კოდი
210.000.000.05.001.000.385
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლები“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1488–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია