“უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1482
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-26
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-15
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.000.382
“უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №8, მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს სიტყვების „შესაბამისი ვიზა” და “გასვლის ვიზა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე მიგრანტის ბარათი”.

2. 25-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვის „სასაზღვრო”-ს შემდეგ დაემატოს სიტყვები “და მიგრაციული”, ხოლო სიტყვა „ორგანო” შეიცვალოს სიტყვით “ორგანოები”.

3. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს სიტყვები „და გაძევებიდან ერთი წლის განმავლობაში მათზე არ გაიცემა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და მიგრანტის ბარათი”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1482-IIს

კრებსითი — სრული ვერსია