საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს;
I. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14 ნოემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №11, მუხ. 294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკის”.
2. ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
II. დადასტურებულ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის, როგორც საქართველოს ორგანული კანონის მართლზომიერება.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1087 – Iს