საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №629
1997 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა. ქართველიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური ხელოვნების განვითარების, აღორძინების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი და რეჟისორი ანდრო ქართველიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე