საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №589
2008 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. ხვინგიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსს გიგა ხვინგიას უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის საბაჟო საქმეებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ოქმს.
მ. სააკაშვილი