„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1552
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-27
სარეგისტრაციო კოდი
240.110.010.05.001.001.852
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შედგება ამ კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.“.

2.  21-ე, 30-ე მუხლები და 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაში; მოაწყონ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტიზა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1552– Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია