საქართველოს პრეზიდენტი ს
ბრძანებულება № 144
1996 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
გ. გიგაურის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
სატყეო მეურნეობის დარგში სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეტყევეთა საზოგადოების პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი გიგაური დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე