„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1351
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-28
სარეგისტრაციო კოდი
100.090.000.05.001.001.794
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1351_Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია