,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
89
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.10.003.001.033
,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 ,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის    №29 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველ­თვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანი­შვნის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №22, მუხლი 210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება და დამატება:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

,,1. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუს­თაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს 2005 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სა­მინისტროს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით დაენიშნოთ ყო­ველთვიური სტიპენდია 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგე­ნილი სიის მიხედვით დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია