საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №406
1996 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ტ. დუნენკოს ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი ტატიანა დუნენკო დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე