საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №403
1996 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
ვ. ჭავჭანიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში კიბერნეტიკულ მეცნიერებათა დაფუძნების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის მექანიკური ინტელექტის პრობლემების განყოფილების გამგე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის კათედრის გამგე აკადემიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე