საქართველოს კანონი
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 96) მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 179-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1791 პუნქტი:
„1791. პროფესიული რეაბილიტაცია“.
2. 259-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„259. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 13 მაისი.
№1436-რს