საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1412
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-18
სარეგისტრაციო კოდი
390.000.000.05.001.001818
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) სხვა არასატყეო ანუ სპეციალური დანიშნულების მიწები, რომლებიც მოიცავს მკვრივსაფარიან გზებსა და სხვადასხვა დანიშნულების ზოლებს, ელექტრო და კავშირგაბმულობის სადენების, ნავთობსადენების და გაზსადენების მიწის მინაკუთვნებს, ტბორებს, საგუბრებს, სამეურნეო და სხვა დანიშნულების ეზოებს;�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 აპრილი.

№1412-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია