„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1411
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-18
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.001.001.817
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ.11) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას მიყენებული ზიანი და მისი ანაზღაურება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას ნაზღაურდება სანაცვლო მიწის ათვისების ხარჯები და ნაკვეთის ჩამორთმევით ან დროებით დაკავებით გამოწვეული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით წესდება მიწის მინაკუთვნი და იგი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი

2005 წლის 22 აპრილი.

№1411–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია