„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2465
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
100.090.000.05.001.002.083
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ.182) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა

მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2465-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია