საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №481
2009 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმს.
მ. სააკაშვილი