„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1185
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-19
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.001.759
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

      მუხლი 1.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქარ-თველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა:

ა) წამახალისებელი გათამაშების, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – 1500 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – 2000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის მოწყობა – 3000 ლარი;

დ) სამორინეს მოწყობა:

დ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – (გარდა ქ. ბათუმის და წყალტუბოს ტერიტორიისა) – 5000000 ლარი;

დ.ბ) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე – 1000000 ლარი.“.

2. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა წყალტუბოს ტერიტორიაზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1185–Iს

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია