საქართველოს კანონი
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1994 წლის 22 სექტემბრის კანონი „ენერგეტიკის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №20, 1994 წ., მუხ. 436).
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაცია.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 მარტი.
№1123-Iს