,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-30
სარეგისტრაციო კოდი
470.150.000.10.003.000.980
,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2008 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების მიზნით შეიქმნას ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №160 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1204

2. ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №160 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1204

3. საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვასა და კოორდინაციას ახორციელებს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №160 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1204

4. ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალმა ლაბორატორიებმა, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №160 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1204

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ბიოლოგიური უსაფრთხოების სხვადასხვა დონის ლაბორატორიული ქსელის შესაქმნელად სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით გადასცეს:

ა) „საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის“ შესაბამისი ქონება;

ბ) ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის მშენებარე ობიექტი მიწის ფართობთან ერთად;

გ) შესაბამისი ფართობი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ლაბორატორიული ქსელის მოსაწყობად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №160 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1204

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №253 დადგენილება.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №160 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1204

კრებსითი — სრული ვერსია