საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №371
1996 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
გ.ჯაფარიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რაჭული ფოლკლორის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს სახალხო არტისტი გიგა ჯაფარიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე