საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №370
1996 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
ე. ბაკურაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მეღვინეობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, უნიკალური რაჭული ღვინოების ტექნოლოგიური დამუშავებისა და ხარისხის ამაღლების საქმეში დიდი ღვაწლისათვის საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ტექნოლოგი ელგუჯა ბაკურაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე