საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №285
1996 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
ა. მაძღარაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ნ. ფიროსმანაშვილის მუზეუმის ჩამოყალიბების, მისი ფონდის გამდიდრებისა და დაცვის საქმეში განსაკუთრებული პირადი წვლილისა და თავდადებული მოღვაწეობისათვის ნ. ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი ანზორ მაძღარაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე