„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
824
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-17
სარეგისტრაციო კოდი
010.210.050.04.001.001.652
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ.152) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 28 დეკემბერი.

№824-რს

კრებსითი — სრული ვერსია