საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ.61) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 დეკემბერი.
№815–რს