„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
569
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-16
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.05.001.001.592
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებისა, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გააჩნიათ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ ან საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებამ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 11 ნოემბერი.

№569-IIს

კრებსითი — სრული ვერსია