საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
514
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-10
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.588
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) 313-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:

„2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№514_IIს

კრებსითი — სრული ვერსია