საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 720
1996 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. ჯორჯიკიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალგზის თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი ნოდარ ჯორჯიკია დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე . შევარდნაძე