საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №509
1997 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
ი. გორდელაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული გრაფიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ირაკლი გორდელაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე