საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1014
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-10-28
გამოქვეყნების თარიღი
1997-11-21
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.279
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) 1971 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1971. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

№1014–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია