საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I.„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №117(2817), 16.05.1998) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირები“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 25 ივნისი.
№1461–IIს