„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2456
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
280.090.070.05.001.002.074
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

�საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

���������� �� მუხლი 1. � �საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ� საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში, გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში � მისი, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები (ნაშვილები) სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით �სახელმწიფო პენსიის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, ტელეფონის სააბონენტო გადასახადი) ფასდაკლებით სახელმწიფოს ხარჯზე � ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება; ელექტროენერგიის უფასო მოხმარებით თვეში 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას � 45 კვტ სთ-ის ოდენობით. საცხოვრებელი ფართობის ქირის შეღავათი უწესდება პირს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ფონდის სახლში;

გ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.�.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 13.

ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს �სოციალური დახმარების შესახებ� საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.�.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

��� მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2456-რს

კრებსითი — სრული ვერსია